მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "გლადბახთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სასიხარულო ინფორმაცია დაადსატურა.
"მომდევნო კვირაში ფილიპე კოუტინიო და ნიკლას სულე უკვე გუნდთან ერთად შეძლებენ ვარჯიშს. კორონავირუსზე პირველი ტესტი უკვე ჩაიტარეს, ორშაბათს კი მეორედ გაივლიან ტესტირებას. არ გამოვრიცხავ, გერმანიის თასის ფინალში მონაწილეობის მიღებან შეძლონ."
"რაც შეეხება ალკანტარას, მისი ტრავმა, სამწუხაროდ, სერიოზული აღმოჩნდა. მას დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში მოუწევს უქმობა." - აცხადებს ფლიკი.