ბუნდესლიგის 31-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" გლადბახის "ბორუსია" მიიღო და მორიგი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში - 2:1.
"რეკორდმაისტერი" 2020 წლის დადგომის შემდგომ საოცარ შედეგებს აფიქსირებს. ფლიკის დარიგებულმა ფეხბურთელებმა წელს 19 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
ერთდერთი გუნდი, რომელმაც "ბაიერნს" წინააღმდეგობა გაუწია "ლაიფციგია". "ალიანს არენაზე" გამართული მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
გარდა ამისა, "რეკორდმაისტერმა" მიმდინარე წელს უკვე 56 გოლის გატანა მოასწრეს, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.95 გოლს უდრის.