რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა შემტევმა, თომას მიულერმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების ხელფასების შემცირების ფონზე ახალი ტრანსფერების გაკეთება არასწორია.
აღნიშნულ განცხადებას გუნდის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკიც გამოეხმაურა.
"ეს თომასის განცხადებაა და დავტოვებ მას ისე, როგორც არის. ვფიქრობ, ფეხბურთელებს შეუძლიათ მსგავსი საუბარი და ამას ვერავინ აუკრძალავს. თუმცა, მე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, ხელფასების შემცირების მიუხედავად ახალი ტრანსფერები მაინც იქნება." - აცხადებს ჰანს ფლიკი.