სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "პსჟს" რიგებს ორი ვეტერანი ფეხბურთელი, ედინსონ კავანი და ტიაგო სილვა ტოვებენ.
როგორც ჩანს, პარიზულ კლუბში ეს ფაქტი უკვე დიდი ხანია რაც გადაწყვეტილია და შესაბამისად, შემცვლელებიც უკვე ნაპოვნია.
ესპანური რადიო Cadena Ser-ის ინფორმაციით, "პსჟს" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მცველი, ლუკას ერნანდესი გამოჩნდა.
ფრანგი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" რიგებს გასულ წელს შეუერთდა 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ, თუმცა, ტრავმების გამო ძირითად თერთმეტეულში ფეხი ვერ მოიკიდა და ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ის გუნდს დატოვებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხას იხდის "პსჟ". დიდი ალბათობით, "ბაიერნი" ერნანდესს 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.