მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
გამოკითხვაში სულ 5 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას და ფანებმა მათ შორის საუკეთესოდ ალფონსო დეივისი დაასახელეს, რომელმაც ხმების 37% მიიღო.
ფონზიმ გასულ თვეში "ბაიერნის" ოთხივე მატჩში სრულად მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გარდა ასევე საგოლე გადაცემითაც დაგვამახსოვრა თავი.
მეორე ადგილზე იოზუა კიმიხი გავიდა, 30%-ით, მესამე ადგილი კი თომას მიულერს ერგო. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შესაბამისად ბენჟამინ პავარი და ლეონ გორეცკა გავიდნენ.