ვეტერანმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა თავის თანამემამულეს, დონი ვან დე ბეკს საინტერესო რჩევა მისცა.
"მადრიდის "რეალში" თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება და მწვერვალია, თუმცა, ვფიქრობ, რომ დონისთვის ესპანეთში გადაბარგება ჯერ-ჯერობით ნაადრევია. აქ მას, შესაძლოა, სათადარიგო სკამზე მოუწიოს ყოფნა."
"ვან დე ბეკმა ის ჩემპიონატი უნდა აირჩიოს, რომელიც მის სტილს ამჟამად იდეალურად უხდება და ვფიქრობ, რომ ასეთი გერმანიის ბუნდესლიგაა. დონისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი "ბაიერნში" გადაბარგება იქნება." - აცხადებს ვან დერ ვაარტი.