მოგეხსენებათ, დღეს UEFA-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გაგრძელების გეგმა ოფიციალურად წარადგინეს.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, 1/8 ფინალური ეტაპის მატჩები 8-9 აგვისტოს გაიმართება, ე.წ. "რვათა ფინალი" კი 12 აგვისტოს აიღებს სტარტს და 23 აგვისტოს დასრულდება.
გარდა ამისა, UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის დაწყების შესახებაც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
2020/21 წლების სეზონის მთავარი საკლუბო ევროტურნირი სტარტს მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს აიღებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები მატჩებზე დასწრებას.