გერმანულმა გამოცემა Sky Sport-მა მიუნხენის "ბაიერნის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.
გუნდის ფანების რჩეული გამოკითხვის მიხედვით დავიდ ალაბა გახდა, რომელმაც ხმების 26.6 პროცენტი მიიღო და ძალიან მცირედით აჯობა ახალწვეულ ალფონსო დეივისს, რომელიც საოცარ სეზონს ატარებს.
რაც შეეხება მესამე ადგილს, ის "რეკორდმაისტერის" საუკეთესო ბომბარდირმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაისაკუთრა, რომელსაც ხმა ფანების 15.1%-მა მისცა.