ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს ტიაგო ალკანტარა დატოვებს.
მოგეხსენებათ, ესპანელ ნახევარმცველს 2021 წელს კონტრაქტი ეწურება და პირადი მიზეზებით ახლის გაფორმებას არ აპირებს. შესაბამისად, "რეკორდმაისტერს" მისი გაყიდვა მოუწევს.
წყაროს ცნობით, ალკანტარას დამატებით ყველაზე მეტად მერსისაიდული "ლივერპულია" დაინტერესებული.
როგორც ცნობილია, ინგლისურმა გრანდმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ტიაგოსთან, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. შესაბამისად, დიდი ალბათობით საბოლოოდ ესპანელი სწორედ ნისლიან ალბიონს მიაშურებს.