ბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ფრანგული "პსჟს" ამომავალი ვარსკვლავი, ტანგე კოუასი "ბაიერნის" რიგებს შეუერთდება.
აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის, "რენის" პრეზიდენტმაც დაადასტურა.
"ჩვენ უკვე მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში ვიყავით, რა დროსაც საქმეში "რეკორდმაისტერი" ჩაერთო. საბოლოოდ ფეხბურთელმა სწორედ გერმანიაში გადაბარგება არჩია." - აცხადებს კლუბის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ კოუასი 18 წლის ცენტრალური მცველია, რომელსაც კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და ის უფასოდ შეუერთდება "ბაიერნს". ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 11 მილიონი ევრო შეადგენს.