გასული კვირების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი, არიენ რობენი, შესაძლოა, აქტიურ ფეხბურთში დაბრუნდეს.
ვეტერანი ჰოლანდიელი კიდევ ერთხელ ესტუმრა მიუნხენის "ბაიერნის" საწვრთნელ ბაზას და აქტიური 45 წუთიანი ვარჯიში ჩაატარა. გარდა ამისა, იგი "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელებსაც შეხვდა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, რობენის ინტენსიური ვარჯიშების მიზეზად მისი დაბრუნება სახელდება. წყაროს ცნობით, ჰოლანდიელი მომავალ სეზონში ერთ-ერთ ევროპულ კლუბს შეუერთდება.