რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური თხოვნით მიმართა, რათა შემოდგომის სანაკრებო მატჩების დროს გუნდის ფეხბურთელები არ გამოიძახონ.
ოფიციალური წერილი აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ გაგზავნა და მიზეზად ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დასვენება დასახელდა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ზემოხსენებულ თხოვნაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, 3 და 6 სექტემბერს, ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებების წინააღმდეგ ბუნდესნაკრების განაცხადში "ბაიერნის" ფეხბურთელებიც იქნებიან.