გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" ხორვატი ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერმა" მილანის "ინტერს" შეთავაზება გაუკეთა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი გუნდში 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა დარჩეს იჯარის წესით.
რაც შეეხება სრულ გამოსყიდვას, ამას მიუნხენური გრანდი არ აპირებს. მიზეზად ფეხბურთელის მაღალი ხელფასი სახელდება.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, პერიშიჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის დასრულებამდე "ბაიერნის" რიგებში დარჩება, ამის შემდეგ კი "ნერაძურიში" დაბრუნდება.