მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, "მანჩესტერ სიტის" სატრასნფერო პოლიტიკაზე ირონიული კომენტარი გააკეთა.
"ჩემმა მეგობარმა პეპმა მომიყვა თუ რა ხდება, როდესაც მას სურს მოთამაშე, რომელიც 100 მილიონი ევრო ღირს.
ის იღებს ამ მოთამაშის თამაშის ამსახველ ვიდეოს და შეიხ მანსურთან მიფრინავს.
შემდეგ ისინი ვახშმობენ, უყურებენ ვიდეოს და შეიხი ასახელებს აუცილებელ თანხას. შემდეგ შეიხი გაზის მილს რამდენიმე მილიმეტრით გადაწევს და ღირებულებას გაზრდის.
მე კი ვამაყობ, რომ მიუნხენის "ბაიერნში" ასეთ დროს არა შემოსავლის გაზრდაზე, არამედ უკვე არსებული რესურსის გამოყენებაზე ვფიქრობთ", - განაცხადა ულიმ.
პეპ გვარდიოლა მიუნხენურ გრანდს 2013-16 წლებში ხელმძღვანელობდა და შემდეგ "მანჩესტერ სიტი" ჩაიბარა.