მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ტალანტი გაიფორმა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 17 წლის ფეხბურთელმა, მამინ სანიანმა დღეს სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის თავდაპირველად "რეკორდმაისტერის" 19-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშებს.
"მამინი სწრაფი ვინგერია, რომელსაც გოლის ბრწყინვალე ალღო აქვს. მის პროგრესს დიდი ხანია ვაკვირდებით და სასიამოვნოა, რომ ჩვენი გუნდი არჩია." - აცხადებს აკადემიის ხელმძღვანელი იოხენ საუერი.
სანიანი "ბაიერნის" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით "ჰოფენჰაიმიდან" შეუერთდა.