გერმანული გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნსა" და დავიდ ალაბას შორის შეხვედრა შედგა.
მხარეები ერთმანეთს ოთხშაბათს, მიუნხენში შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, თუმცა, სამწუხაროდ კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
წყაროს ცნობით, ალაბას მიუნხენური სიტუაცია მოსწონს, თუმცა, თავის მხრივ არ სურს იმ ფუფუნების გაშვება, რაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მოჰყვება.
მოგეხსენებათ, 2021 წელს ავსტრიელს "ბაიერნთან" კონტრაქტი ეწურება. მას კი სურს, რომ რაც შეიძლება დიდი ანაზღაურება მიიღოს. შესაბამიასდ, იმ შემთხვევაში, თუ "რეკორდმაისტერი" ალაბას ფინანსურ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მაშინ მოთამაშეს კლუბს დატოვებს.