რამდენიმე წუთის წინ მიუნხენის "ბაიერნისა" და ზოგადად ფეხბურთის ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია დადასტურდა.
ლეგენდარული ჰოლანდიელი გარემარბი, არიენ რობენი აქტიურ ფეხბურთში ბრუნდება.
"გრონინგენის" ოფიციალური საიტის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელი პრე-სეზონის განმავლობაში გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს. მან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ რობენი სწორედ "გრონინგენის" აღზრდილია. ის გუნდში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.