ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" აჩრაფ ჰაკიმის შეძენას გეგმავდა, თუმცა, ტრანსფერი არ შედგა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელზე უარი საბოლოოდ თავად კლუბმა თქვა. ამის მიზეზად კი სათამაშო სტილი სახელდება.
კერძოდ, 4:3:3 ტაქტიკაში გუნდს უფრო მეტად სჭირდება ისეთი მარჯვენა მცველი, რომელიც დაცვით ფუნქციებს იდეალურად ასრულებს. მაროკოელის მთავარ პლიუსს კი შეტევა წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ საბოლოოდ ჰაკიმი მილანის "ინტერში" გადაბარგდა.