მას შემდგომ, რაც UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ეტაპების ერთ ქვეყანაში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო, გაჩნდა კითხვა, თუ სად ჩატარდება 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები.
ესპანური გამოცემა Diario AS-ის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანის ზემოხსენებული შეხვედრების გამართვაც პორტუგალიაში სურდა, რათა კორონავირუსის საფრთხისგან თავი აერიდებინათ. თუმცა, "ბარსელონამ" და "სიტიმ" უკმაყოფილება გამოთქვეს.
შესაბამისად, დარჩენილი ოთხივე შეხვედრა, მათ შორის "ბაიერნისა" და "ჩელსის" დაპირისპირება მასპინძელი გუნდის ქალაქში გაიმართება. ამის შემდეგ კი გასული კლუბები პორტუგალიაში გაემგზავრებიან რვათა ფინალში მონაწილეობის მისაღებად.