გერმანული გამოცემა Bild მიუნხენის "ბაიერნიდან" წამსვლელ ფეხბურთელთა თაობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს.
წყაროს ცნობით, ტიაგო ალკანტარას წასვლა უკვე 99%-ით გადაწყვეტილია და ის მიმდინარე ზაფხულს ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება. დიდი ალბათობით, მისი მომავალი კლუბი მერსისაიდული "ლივერპული" იქნება.
რაც შეეხება დავიდ ალაბას, მისი დარჩენის შანსები 50/50-ზეა. როგორც ცნობილია, ავსტრიელს გაზრდილი ხელფასი სურს, კერძოდ, წელიწადში 20 მილიონი ევროს სახით. შესაბამისად, ალაბა სწორედ იმ კლუბში გააგრძელებს კარიერას, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.