როგორც ჩანს, ხავი მარტინესის მიუნხენური კარიერია დასასრულს მიუახლოვდა.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ვეტერანი მცველი მიმდინარე ზაფხულში "რეკორდმაისტერის" რიგებს დატოვებს. ახლა კი მხოლოდ მომავალი კლუბის ვინაობაა გასარკვევი.
წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, ესპანელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდება და ბილბაოს "ატლეტიკში" გააგრძელებს კარიერას. თუმცა, ასევე არსებობს შემოთავაზებები ამერიკიდან და ჩინეთიდან.
შეგახსენებთ, რომ მარტინესი "ბაიერნის" რიგებს 2012 წელს შეუერთდა მისი კონტრაქტის ვადა კი მომავალ სეზონში იწურება.