მიუნხენის "ბაიერნმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე დაიმატა, მათ შორის არიან სიები და სანიანი, რომლებიც "ჰოფენჰაიმიდან" შეუერთდნენ გუნდს.
ამ თემაზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა, ფრენკ ბრიელმა გააკეთა.
"მიუნხენელები უკვე აქტიურად იჭრებიან სხვადასხვა კლუბების აკადემიების მუშაობაში. ეს, შესაძლოა, მათი მხრიდან სტრატეგიული ნაბიჯია, თუმცა, ძალიან აზარალებს სხვა გუნდებს." - აცხადებს ბრიელი.