დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც 1/4 და 1/2 ფინალური ეტაპის წყვილები გამოვლინდა.
1/4 ფინალში მიუნხენის "ბაიერნის" სავარაუდო მეტოქე "ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის გამარჯვებული იქნება.
რაც შეეხება 1/2 ფინალს, იმ შემთხვევაში, თუ ""რეკორდმაისტერი" ჯერ "ჩელსის", ხოლო შემდეგ 1/4 ფინალურ ეტაპს დაძლევს, მაშინ გუნდი "მანჩესტერ სიტი" - "რეალი" / "ლიონი" - "იუვენტუსის" წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.