გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მომდევნო სეზონის დაწყების ოფიციალური თარიღი დაასახელა.
გათამაშება სტარტს მიმდინარე წლის 11 სექტემბერს აიღებს. რაც შეეხება ბუნდესლიგას, პირველი ტურის შეხვედრები მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ 18 სექტემბერს დაიწყება.
ასევე ცნობილი გახდა გერმანიის თასის მეორე ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი და ის 22-23 დეკემბერს გაიმართება. რაც შეეხება ბუნდესლიგას, ტურნირს ზამთრის შესვენება არ ექნება და გუნდები 2-3 იანვარსაც ითამაშებენ.