დღეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ შიდა ტურნირების მატჩების გამართვის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
უკვე ცნობილია, რომ ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონი სტარტს 18 სექტემბერს აიღებს. გერმანიის თასი კი ერთი კვირით ადრე, 11 სექტემბერს დაიწყება.
რაც შეეხება გერმანიის სუპერთასს, რომელშც ერთმანეთს დუბლის მომგები მიუნხენის "ბაიერნი" და ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი, დორტმუნდის "ბორუსია" უნდა დაუპირისპირდნნე, ეს შეხვედრა ოთხშაბათს, 30 სექტემბერს გაიმართება.