სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ტიაგო ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს დატოვებს. მის ტრანსფერში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად კი "ლივერპული" მიიჩნევა.
გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები მართლაც არიან დაინტერესებული ესპანელი ნახევარმცველის დამატებით, თუმცა, ტრანსფერი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება.
კერძოდ, თუ გუნდს რომელიმე ლიდერი ან ნახევარმცველი დატოვებს, მაშინ პირველ რიგში "ლივერპული" სწორედ ტიაგო ალკანტარას შეიძენს.
წყაროს ცნობით, ამჟამად იურგენ კლოპი საკუთარი გუნდის ცენტრალური ნახევარდაცვის ხაზის მუშაობით კმაყოფილია და არ მიიჩნევს აუცილებლად, რომ ტიაგოს მსგავსი მაღალანაზღაურებადი მოთამაშე დაიმატოს.