ტიაგო ალკანტარა რომ მიუნხენის "ბაიერნის" დატოვებასთან ახლოს არის, ეს ამბავი არახალია.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველის შესაძენად ტურინის "იუვენტუსიც" იბრძოლებს. მოგეხსენებათ "ბებერი სინიორას" რიგებს მირალემ პიანიჩი დატოვებს და კლუბს ესპანელი ფეხბურთელი სწორედ მის შემცვლელად ესახება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხას გადაიხდის "იუვე" ალკანტარას სანაცვლოდ. დიდი ალბათობით, ეს უკანასკნელი არჩევანს სწორედ "იუვენტუსსა" და "ლივერპულს" შორის გააკეთებს.