მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით ამსტერდამის "აიაქსის" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკოლას კუნიმ "რეკორდმაისტერთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
20 წლის ფორვარდი გუნდს ზამთარში, ექვსთვიანი იჯარით შეუერთდა და სარეზერვო გუნდთან ერთად ბუნდესლიგა 3-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ახლა კი "ბაიერნმა" მისი უფლებები სრულად გამოისყიდა.