მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ვეცდებით, რომ თანხები მაქსიმალურად დავზოგოთ. ეს სატრანსფერო ფანჯარა წინებთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანი იქნება. კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი ყველა კლუბს მნიშვნელოვნად დაარტყამს."
"მომდევნო სეზონი დიდი გამოწვევა იქნება როგორც "ბაიერნისთვის", ასევე სხვა გუნდებისთვისაც. ვფიქრობ, ყველა კლუბი დაკარგავს თანხებს." - აცხადებს რუმენიგე.