მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური თარიღები გამოაქვეყნა.
ტურნირი ნაცვლად ტრადიციული ზაფხულისა შემოდგომაზე აიღებს სტარტს. გახსნითი მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება, რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ის 18 დეკემბერს ჩატარდება.
თითო სათამაშო დღის განმავლობაში 4 მატჩი ჩატარდება, რაც ნაკრებებს დასვენებისთვის საკმარის დროს მისცემს.
რაც შეეხება დაწყების დროებს, ისინი ცენტრალური ევროპის დროით 11:00 საათზე არის ჩანიშნული, რაც თბილისის დროით 14:00 საათია. თამაშები 3 საათიანი შუალედებით გაიმართება.