ტიაგო ალკანტარას მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად 29 წლის ნახევარმცველის შეძენისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაერთო.
მოგეხსენებათ, ალკანტარას შეძენა ყველაზე მეტად "ლივერპულს" სურდა, თუმცა, მხარეები სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან. ამის გამო კი ტრანსფერი ფაქტობრივად ჩაშლილია.
წყაროს ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბაიერნის" მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. მთავარი გადაწყვეტილება კი თავად ალკანტარამ უნდა მიიღოს.