გუშინ ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალმა" "ვილიარეალს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, რითაც ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველი, ალვარო ოდრიოსოლა საკმაოდ იშვიათი მიღწევის ავტორი გახდა. კერძოდ, მან ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო.
მოგეხსენებათ, სეზონის პირველი ნახევარი ალვარომ "სამეფო კლუბში" გაატარა, მეორე ნახევარი კი "რეკორდმაისტერის" რიგებში. ორივე გუნდმა შიდა ჩემპიონატის მოგება მოახერხა და შესაბამისად, ოდრიოსოლაც ორივე ქვეყნის ოქროს მედალს მიიღებს.