ფრანგული "პსჟს" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ გერმანული კლუბები მწვავედ გააკრიტიკა.
"გერმანული კლუბები, განსაკუთრებით კი "ბაიერნი", "ლაიფციგი" და "დორტმუნდი" ბინძური ხერხებით თამაშობენ ახალგაზრდა ტალანტების სატრანსფერო ბაზარზე."
"ისინი უკავშირდებიან მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებს და თავად ფეხბურთელებს, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც 16 წელი ჯერაც არ შესრულებიათ. უძვრებიან მათ თავში და ასე ცდილობენ გადაბირებას."
"ვფიქრობ, წესები გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს. სხვა შემთხვევაში კლუბები დაუცველები რჩებიან." - აცხადებს ლეონარდო.