ტიაგო ალკანტარას ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი კვლავ გრძელდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მერსისაიდული "ლივერპული" 28 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და ფინიშთან საკმაოდ ახლოსაცაა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე შედგა, თუმცა, "წითლები" "ბაიერნთან" სატრანსფერო ფასს ვერ აგვარებენ. მიუნხენელების მოთხოვნა 40 მილიონი ევროა, მაშინ, როცა "ლივერპული" მხოლოდ 25 მილიონ ევროს ჩამოდის.
როგორც ცნობილია, ალკანტარა მიუნხენში საკუთარ სახლს უკვე ყიდის. რაც ნიშნავს იმას, რომ ზაფხულის განმავლობაში ის აუცილებლად დატოვებს კლუბს.