მიუნხენის "ბაიერნის" ფიზმომზადების მწვრთნელმა, ჰოლგერ ბროიხმა არიენ რობენის სათამაშო ფორმა შეაფასა.
"არიენი კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია. ის დიდი ხნის განმავლობაში ვარჯიშობდა და აქტიურ ფეხბურთში დასაბრუნებლად სრულიად მზად არის."
"ფორმის გარდა ასევე თუ გავითვალისწინებთ მის ტექნიკურ უნარბსა და გამოცდილებას, დარწმუნებული ვარ, რომ რობენი კიდევ ერთხელ შეძლებს თავისი უმაღლესი კლასის ჩვენებას." - აცხადებს ბროიხი.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ჰოლანდიელი გასული კვირების განმავლობაში "ბაიერნის" ბაზაზე ვარჯიშობდა. მომავალ სეზონში კი ის აქტიურ ფეხბურთში ბრუნდება და "გრონინგენის" ღირსებას დაიცავს.