მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მიკაელ კუისენსიმ დაადასტურა, რომ მანჩესტერ "სიტი" მისი ტრანსფერით იყო დაინტერესებული.
"მე და გვარდიოლამ ვისაუბრეთ, თუმცა, დეტალებს ვერ გაგიმხელთ. ეს ჩვენს შორის უნდა დარჩეს. მე უარით გავისტუმრე "სიტის" შემოთავაზება."
"რთულია უარი უთხრა ისეთ დიდ მწვრთნელს, როგორიცაა პეპ გვარდიოლა. ყველამ კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება ფეხბურთელებისათვის. მაგრამ, მე "ბაიერნი" ვამჯობინე. შესაძლოა, მომავალში მაინც გადაიკვეთოს ჩვენი გზები." - აცხადებს კუისენსი.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფეხურთელსა და გვარდიოლას შორის დიალოგი მაშინ შედგა, როდესაც ის "გლადბახს" ტოვებდა.