მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, ჰერბერტ ჰაინერმა გუნდის გასული სეზონის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე დაასახელა.
"მთელი წლის განმავლობაში ყველა ძალიან კარგად ირჩებოდა, თუმცა, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ალფონსო დეივისის გარჯა, რომელმაც უდიდესი პროგრესი განიცადა."
"ერთი წლის წინ კანადელს არავინ იცნობდა, ახლა კი ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია. თავისი ბრწყინვალე სათამაშო სტილის დახმარებით უკვე ახერხებს პოპულარობის მოპოვებას." - აცხადებს ჰაინერი.