მიუნხენის "ბაიერნის" სარეზერვო გუნდის მეკარემ, მიკაელ ნატოლიცკიმ კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი სხვადასხვა დროს "ნიურნბერგსა" და "მიუნხენ 1860-ში" თამაშობდა, "რეკორდმაისტერის" რიგებს კი 2018 წელს შეუერთდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო მას ნაადრევად მოუწია კარიერის შეწყვეტა.
ამის მიუხედავად, ნატოლიცკი "ბაიერნში" მაინც დარჩება. კლუბმა მას ქალთა გუნდში მეკარეების მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა და ფეხბურთელმაც თანხმობა განაცხადა.