სანეს პირველი ვრცელი ინტერვიუ ბაიერნის ფეხბურთელის რანგში

სანეს პირველი ვრცელი ინტერვიუ ბაიერნის ფეხბურთელის რანგში

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ლეროი სანემ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

"მე გერმანელი ფეხბურთელი ვარ და ვთამაშობ გერმანიის უდიდეს კლუბში. ვიცი, რომ ხშირად ვიქნები მოვლენების ეპიცენტრში, თუმცა, ზეწოლის არ მეშინია. ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის წარმატების მოსატანად."

"სიტისთვის უარის თქმა მარტივი არ ყოფილა. პეპი უდიდესი მწვრთნელია, ვის გამოც მანჩესტერში გადავბარგდი. თუმცა, მსურდა რაიმე ახლის გასინჯვა. ბაიერნის იდეოლოგია იდეალურად ერგება ჩემს გემოვნებას."

"ჰასან სალიჰამიჯიჩმა უდიდესი როლი ითამაშა ტრანსფერში. მან კარგად ამიხსნა, თუ რა გეგმები აქვს კლუბს, მაჩვენა, როგორ მუშაობენ მიუნხენში და დამარწმუნა, ამ გადაწყვეტილების სისწორეში."

"აქ ბევრ ადამიანს ვიცნობ და ვხვდები, რომ ამ გუნდს ძალიან კარგად ვერგები. ბაიერნიდან არაერთი ადამიანი დამიკავშირდა. ოლივერ კანი, ჰერბერტ ჰაინერი, კარლ ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესიც კი. მათ მე დამარწმუნეს."

"ჭორები დადის, რომ მე რთული ხასიათის მოთამაშე ვარ, რაც ძალიან მაკვირვებს. როგორ შეუძლიათ ადამიანებს ისაუბრონ სხვაზე, როდესაც მას საერთოდ არ იცნობენ. ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა."

"2016 წელს ბაიერნი მართლაც ცდილობდა ჩემს შეძენას. თუმცა, მაშინ რობენი და რიბერი გასაოცარ ფორმაში იყვნენ, მე კი ახალგაზრდა ვიყავი და სათამაშო დრო მსურდა. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი."

"წარსულში 10 ნომერს ატარებდნენ ისეთი დიდებული ფეხბურთელები, როგორებიც არიან არიენ რობენი და ული ჰიონესი. ამ ნომრის დატვირთვას ვხვდები და ვეცდები, გავამართლო მოლოდინები."

"ჰანს ფლიკს 21-წლამდე ნაკრებიდან კარგად ვიცნობ. ტრანსფერამდე და მას შემდეგაც ვესაუბრე ჰანსს და ვიცი მისი დამოკიდებულება. მას დიდი გეგმები აქვს როგორც გუნდთან, ასევე ჩემთან მიმართებაში."

"არ ყოფილა ისე, თითქოს ბაიერნის მოთამაშეები ყოველდღიურად მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ როდის გადმოვიდოდი. იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და სერჟ გნაბრი ინფორმირებულები იყვნენ და შესაბამისად, ძირითადად კონტაქტი სწორედ მათთან მქონდა."

"რა თქმა უნდა, მსურს, რომ ბევრი ვითამაშო, მაგრამ, ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ვერ მოვითხოვ. ამას ვერცერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ვერ შეძლებს. როტაციების მომხრე ვარ და ვთვლი, რომ მან უნდა ითამაშოს, ვინც იმსახურებს."

"ვფიქრობ, ცუდი არ არის, რომ ჩემი ტრანსფერი იაფი დაჯდა. რაც შეეხება 145 მილიონი ევროს გადახდას, მივიჩნევ, რომ ასეთი თანხა არცერთი ფეხბურთელი არ ღირს."

"ბაიერნს ინგლისში დიდ პატივს სცემენ. რა თქმა უნდა იყო ხუმრობები ჩემს წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ, კლუბში არავის დაუცინია არც ბუნდესლიგაზე და არც ბაიერნზე."

"დიდი იმედი მაქვს, რომ დავიდი მიუნხენში დარჩება. მე მიყვარს მისი სათამაშო სტილი და უდიდეს პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს. მან დაამტკიცა რომ არა მხოლოდ უძლიერესი მარცხენა მცველი, არამედ უდიდესი ცენტრალური მცველიცაა."

"ბიჭები მშივრები არიან და ყველაფერს გააკეთებენ ევროპული ტიტულის მოსაგებად. ვფიქრობ, წელს ბაიერნი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია."

"ბაიერნს სურდა, რომ ახალი სეზონისთვის მიუნხენში გამევლო მომზადება კლუბთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ სიტიში დავრჩებოდი, ამის საშუალება არ მექნებოდა."

"რობერტი დიდებული ფეხბურთელია და მას გასაოცარი სეზონი აქვს. ვფიქრობ, ბაიერნის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში მას მართლაც სერიოზული შანსები ექნებოდა ოქროს ბურთის მოპოვების." - აცხადებს სანე.


22-07-2020, 18:17
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0