რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული პაუზის გამო ოქროს ბურთის 2020 წლის გათამაშება აღარ ჩატარდება, თუმცა, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მალე შეიცვალოს.
ფრანგულმა გამოცემა France Football-მა, რომელიც ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას ატარებს, სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა დადო, სადაც მარტივი კითხვაა დასმული:
"ეთანხმებით თუ არა France Football-ის გადაწყვეტილებას ოქროს ბურთის ჩატარებაზე?"
ამ მომენტისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 13000-მდე ადამიანმა მიიღო და მათი 70% უარყოფით პასუხს სცემს.
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ამ ლინკზე