მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი გამოჩნდა.
ამჯერად საქმე ეხება ფრანგული "რენის" უნიჭიერს ნახევარმცველს, ედუარდო კამავინგას, რომლის შეძენაც სხვა გრანდების გარდა ასევე მადრიდის "რეალსაც" სურს.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" 17 წლის ფებხურთელის ტრანსფერს მომავალ წელს გეგმავს, კამავინგას კი ფრანგული გუნდის დატოვება მიმდინარე ზაფხულშივე სურს.
წყაროს ცნობით, "რენი" ახალგაზრდა ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებს. "რეკორდმაისტერმა" კი ფრანგის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ კამავინგა "რენის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური კლუბმა მეტწილად სწორედ მისი დამსახურებით მოიპოვა.