მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი, სებასტიან ჰიონესი მომავალი სეზონიდან ახალ გუნდს ჩაიბარებს.
38 წლის სპეციალისტს "ჰოფენჰაიმიდან" ჰქონდა შეთავაზება, რაზეც თანხმობა განაცხადა. შესაბამისად, ჰიონესი მომავალი სეზონიდან "რეკორდმაისტერის" კონკურენტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" სარეზერვო გუნდმა ჰიონესის ხელმძღვანელობით აწ უკვე დასრულებულ ბუნდესლიგა 3-ის სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.