გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, იოზუა კიმიხმა მისაბაძი გადაწყვეტილება მიიღო.
მოგეხსენებათ, 25 წლის ფეხბურთელი უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგს არ დაუბრუნდებოდა, თუმცა, გუნდის დასახმარებლად საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა.
ბენჟამინ პავარის ტრავმის გამო ის თანახმაა, რომ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ეტაპზე გუნდს იმ პოზიციაზე დაეხმაროს, სადაც ყველაზე მეტად უჭირს და მარჯვენა მცველის ადგილი დაიკავოს.