მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს ტიაგო ალკანტარა დატოვებს, თუმცა, ჯერ-ჯერობით მომავალი კლუბი უცნობია.
ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობა "პსჟმ" დაიწყო.
წყაროს ცნობით, პარიზელები მზად არიან ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერის" მოთხოვნილი თანხა, 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ ალკანტარას დამატება "პსჟს" გარდა ასევე "ლივერპულსაც" სურს.