მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად ეძებს თავდამსხმელს, რომელიც მომდევნო სეზონში რობერტ ლევანდოვსკის შეცვლას ღირსეულად მოახერხებს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე "მონაკოს" თავდამსხმელი, ვისამ ბენ იედერი გამოჩნდა.
29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 31 თამაში ჩაატარა და 19 გოლის გატანაც მოახერხა. ჰანს ფლიკი მიიჩნევს, რომ ის სათადარიგოთა სკამისთვის იდეალური ფეხბურთელია.