გუშინ მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტნისა და ლეგენდარული მანუელ ნოიერის დაბადების დღე იყო.
მანუს 33 წლის იუბილე თავის სტილში იუმორისტულად დააგვირგვინა მისმა თანაგუნდელმა და კარგმა მეგობარმა, თომას მიულერმა.
"დღეს დაიბადა კვიცი ჩვენს მეკარე მანუელ ნოიერთან ერთად. ასე, რომ ჩვენს ახალ წევრს მანუელი ერქმევა.
დაბადების დღეს გილოცავ!", - დაწერა თომასმა ინსტაგრამზე და ახალშობილ კვიცთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა.