მოგეხსენებათ, გასულ კვირაში დასრულდა იტალიის სერია ა, სადაც ჩირო იმობილემ 36 გოლი გაიტანა და საბოლოოდ ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში რობერტ ლევანდოვსკის აჯობა, თუმცა, სიტუაცია შესაძლოა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო, თუ გერმანიის ბუნდესლიგაშიც იტალიის მსგავსად 38 თამაშს ჩაატარებდნენ.
Goal Ratio-ს მიხედვით, რაც ერთ მატჩში გატანილი საშუალო გოლების რაოდენობას გულისხმობს, პოლონელი თავდამსხმელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესოა.
მას 34 გოლის გასატანად 31 თამაში დასჭირდა, რაც საშუალოდ 1.07 გოლს უდრის. თავის მხრივ, იმობილემ 36 გოლი 37 შეხვედრაში გაიტანა და 0.97-იანი მაჩვენებლის ტოლფასია.
საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: