როგორც ცნობილია, France Football 2020 წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს არ გაათამაშებს, მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიის გამო ზოგიერთი ჩემპიონატის შეწყვეტაა (ლიგა 1).
როგორც Bleacher Report იტყობინება, გამოცემამ მის ალტერნატივას მიაგნო და წელს ოქროს ბურთის ნაცვლად ყველა დროის საუკეთესო 11-ეულს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ოქროს ბურთის გათამაშება ყოველ წელს ტარდებოდა, რასაც საფუძველი 1956 წელს ჩაეყარა.