7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩებით დაბრუნდება.
UEFA-მ ტურნირის განახლებამდე მცირე დროით ადრე რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. კერძოდ, გუნდებს წინა ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები აღარ გადაჰყვებათ, ამის მიზეზი კი შემცირებული თამაშების რაოდენობაა.
შესაბამისად, არცერთი ფეხბურთელი ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომდევნო შეხვედრას აღარ გამოტოვებს.
თუმცა, ძალაში რჩება წითელი ბარათის წესი, რომლის მიღების შემთხვევაშიც ფეხბურთელები დისკვალიფიკაციას მიიღებენ.