შაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა ვინგერი, კინგსლი კომანი.
წყაროს ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა კუნთის პრობლემები აქვს და ამ მიზეზით ხუთშაბათის ვარჯიში გამოტოვა. დიდი ალბათობით, ის პარასკევს დაუბრუნდება სავარჯიშო სესიას, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფლიკმა მისი თამაში გარისკოს.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო "ჩელსისთან" მატჩში ბენჟამინ პავარიც ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომლისთვისაც, დიდი ალბათობით, სეზონი უკვე დასრულებულია.